რუსული "ლუკოილი" არაპირდაპირ, მაგრამ აკონტროლებს 50%-ზე მეტს ქართული "ლუკოილ ჯორჯიას", აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საინტერესოა, რას იმოქმედებს "ქართული ოცნება".

"აშშ-ის სანქციები პირდაპირ ითვალისწინებს თავად რუსული "ლუკოილის" და იმ კომპანიების დასანქცირებას, რომლებშიც პირდაპირ, ან არაპირდაპირ ისინი ფლობენ 50%-ზე მეტს. გამოდის, რომ რუსული "ლუკოილი" არაპირდაპირ, მაგრამ აკონტროლებს 50%-ზე მეტს ქართული "ლუკოილ ჯორჯიასი", აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართული "ლუკოილ ჯორჯიაც" მოხვდა აშშ-ის სანქციების ქვეშ. უნდა დაველოდოთ როგორ იმოქმედებს რეჟიმი, რომელიც აშკარად კეთილგანწყობილი და ხელშემწყობია სანქცირებული რუსების მიმართ", -  განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

აშშ-მა რუსეთის 2 უმსხვილეს ნავთობკომპანიას - "როსნეფტს" და "ლუკოილს" სანქციები დაუწესა.