დღეს ჩვენ აღარ ვიბრძვით სოციალური სამართლისა და თავისუფალი სასამართლოსთვის, ეს თემები მეორეხარიხსოვანი გახდა, ვინაიდან ეგზისტენციალური პრობლემა გაჩნდა - ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" რუსულ დავალებებს ასრულებს.

"ეს ყველაფერი ადასტურებს, ალბათ, იმას, რაც მაია სანდუმ თქვა გუშინ - რომ რუსეთმა დაიბრუნოს საქართველო. რუსეთი ამ ბოლშევიკების მეშვეობით ცდილობს, რომ აღარასდროს ქვეყანაში არ მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება. "ქართულ ოცნებაში" არიან რუსული დავალებების კარგი შემსრულებლები. რუსეთი ცდილობს, რომ დაიბრუნოს და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს საქართველო.

დღეს ჩვენ აღარ ვიბრძვით სოციალური სამართლისა და თავისუფალი სასამართლოსთვის, ეს თემები მეორე ხარიხსოვანი გახდა, ვინაიდან ეგზისტენციალური პრობლემა გაჩნდა - ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისა და იმისათვის, რომ გვერქვას დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.