რუსეთს ოკუპირებული აქვს არაერთი ტერიტორია და მისი სამხედრო ძალები განლაგებულია როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში, ამიტომ, გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია ამ ტერიტორიებიდან მათი გასვლის გარეშე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებების პროცესში ბალანსის შესანარჩუნებლად და ყურადღების გადატანისთვის იმ ძირითად პრობლემაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ.

"რუსეთს ოკუპირებული აქვს არაერთი ტერიტორია და მისი სამხედრო ძალები განლაგებულია როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში, ამიტომ, გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია ამ ტერიტორიებიდან მათი გასვლის გარეშე. ზოგი ამას არარეალისტურს უწოდებს, თუმცა თავად რუსეთის მოთხოვნებიც არ შეესაბამება რეალობას. ისინი მოლაპარაკებების გზით იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომელთა სამხედრო გზით დაკავებაც ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომ, ასეთი მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებების პროცესში ბალანსის შესანარჩუნებლად და ყურადღების გადატანისთვის იმ ძირითად პრობლემაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა კაია კალასმა.