გუშინ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა იცვლის კურსს დადასტურებულად და ეს ვექტორი ე.წ. ყბადაღებული სუვერენიტეტის საფარქვეშ, რა თქმა უნდა, არის გზა კრემლისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რამ არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია.

"არასდროს არცერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ის, რაც საბოლოოდ, გამოაცხადა ივანიშვილმა, რომ ქვეყანა იცვლის კურსს დადასტურებულად და ეს ვექტორი ე.წ. ყბადაღებული სუვერენიტეტის საფარქვეშ, რა თქმა უნდა, არის გზა კრემლისკენ.

გუშინ, საბოლოოდ, დადასტურდა რა არის ჩაფიქრებული ივანიშვილის მიერ "რუსული კანონის" კვალდაკვალ. "რუსული კანონით" დაიწყება, ეს შესავალია და ამას მოჰყვება სხვა რეპრესიული კანონები, რომლებიც საქართველოში შეუძლებელს გახდის ნორმალურ ცხოვრებას, არსებობას, ამიტომაც არაფრის ფასად არ უნდა გავატანინოთ ეს მავნებლური კანონი", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.