საქართველო აქაც გამოტოვეს და არ მიგვიწვიეს, მიუხედავად ქოცების ისტერიული სამშვიდობო რიტორიკისა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ტრამპი აგროვებს ყველა ქვეყანას, რომელთანაც ამერიკას ასე თუ ისე კომუნიკაცია აქვს ახალ მშვიდობის საბჭოში გასაწევრიანებლად. 

ამ სიაში მოხვდნენ უნგრეთი, ბელორუსი და რუსეთი, ასევე ჩვენი სხვა მეზობლები. საქართველო აქაც გამოტოვეს და არ მიგვიწვიეს, მიუხედავად ქოცების ისტერიული სამშვიდობო რიტორიკისა.

აბა მითხარით 2012 წლის შემდეგ ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, გამოგვიგზავნიდნენ თუ არა ამ ახალ საბჭოში მოწვევას?  

არც ნაცი - არც ქოცი თამითაგეთ", - წერს სააკაშვილი.