საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.

ევროკომისარი ქართველ ხალხს მიმართავს, რომ ძლიერები იყვნენ ამ ბრძოლაში.

"საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. მივმართავ ქართველ ხალხს - იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს", - განაცხადა მარტა კოსმა.