საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ამ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემები, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, აბსურდს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული ნარატივები. 

"საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ამ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემები, ადამიანის უფლებები უმძიმეს მდგომარეობაშია. მე არ მახსენდება მსგავსი პერიოდი, ალბათ საბჭოთა კავშირის პერიოდში იყვნენ ამხელა რაოდენობით პოლიტიკური პატიმრები. ასევე არის აბსურდული კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომისთვის. სრულ აბსურდში ვცხოვრობთ და ვხედავთ იმასაც, რომ ამ აბსურდს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული ნარატივები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა პოლიტიკური კრიზისია ჩვენს ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა დიდი დაღი დაასვა საქართველოს რეპუტაციას", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.