ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის, ან თავის თავს ვინც ეძახის ოპოზიციურ პარტიას, იმის კონკრეტული ქმედება, -  ამის შესახებ  “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც რეჟიმს უწყობს ხელს და ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციურ რიგებში, ამას საზოგადოება დღესაც კარგად ხედავს.

"ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ვინ ვისთან კონტაქტებს და ვის ვისთან აქვს მიმოწერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავინახოთ ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის, ან თავის თავს ვინც ეძახის ოპოზიციურ პარტიას, იმის კონკრეტული ქმედება. საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული, ამიტომ საზოგადოება კარგად ხედავდა, ხედავს და დაინახავს მომავალშიც, ვინ როგორ იქცევა და ვინ უწყობს ხელს რეალურად ამ რეჟიმის მცირედით მაინც ლეგიტიმაციას. როგორც ყვავის გათეთრება არ გამოვა, ისე არ გამოვა მათი მხრიდან ამ რეჟიმის გათეთრება და გახეხვა. ვინც რეჟიმს უწყობს ხელს და ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციურ რიგებში, ამას საზოგადოება დღესაც კარგად ხედავს და მომავალშიც დაინახავს. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა მოსაზრებების გამოთქმა, ვის შეიძლება დავაბრალოთ ასეთი რაღაც“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.