სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

სუსის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით ეწვია.

შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.