ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმი არის უმძიმესი "ქართული ოცნებისთვის", ფაქტობრივად,  ეს არის სამართლებრივი დასკვნა, - მის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დასკვნა არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები.

"რეზოლუციის სათაურიც და ძირითადი ნაწილიც ეხება იმ პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული და ასევე, ეხება მათ, ვინც სისტემური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. 

ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმი არის ანგარიში, რომელიც ამუშავდა და არის უმძიმესი "ქართული ოცნებისთვის", ფაქტობრივად,  ეს არის სამართლებრივი დასკვნა და ბრალდება "ქართული ოცნების" მიმართ. ევროკავშირის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი. ეს დასკვნა არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ეუთო "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.