რეპრესიული ნაბიჯები რომ შეჩერდეს და აღიარება იმისა, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის ტოლფასი, ამ თემაზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბრისას განიხილეს პარტიების გაუქმების შემდგომი ნაბიჯებიც.

"მოწოდება, რომ რეპრესიული ნაბიჯები შეჩერდეს და აღიარება იმისა, რომ პარტიების გაუქმება არის საქართველოში დიქტატურის ტოლფასი, ამ თემაზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე.

ჩვენი მხრივ, გარდა მომხსენებლების ანგარიშისა, რომელიც თავისთავად, მნიშვნელოვანია, ასევე საუბარი იყო კონკრეტული ინსტრუმენტების ამოქმედებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშაა, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დელეგაცია სამოქალაქო სექტორს, მედიაორგანიზაციებს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.