ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო დებატი, ევროპარლამენტს ბევრჯერ მოუწევს, ალბათ, შემდეგ თვეებში, დაუბრუნდეს საქართველოს საკითხს, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დებატების სიმწვავე იმითაც იყო გამოწვეული, რომ ერთი სახელმწიფო აჩერებს ძალიან მძიმე დანაშაულებში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ევროპული სანქციების ამოქმედებას.

"ეს არ არის არც პირველი და არც ბოლო დებატი, ევროპარლამენტს ბევრჯერ მოუწევს, ალბათ, შემდეგ თვეებში, დაუბრუნდეს საქართველოს საკითხს. ამასობაში წინ არის ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ დადგება საქართველოს საკითხი.

დებატების სიმწვავე იმითაც იყო გამოწვეული, რომ ერთი სახელმწიფო აჩერებს ძალიან მძიმე დანაშაულებში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ევროპული სანქციების ამოქმედებას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს უნგრეთი, ამით არაფერი სრულდება. თუ ეს არ მოხდა, არსებობს მეორე გეგმა, რომელიც იყო ორმხრივ ურთიერთობებში ზუსტად იმ სიმწვავის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს, რაც ბრიუსელის გადაწყვეტილებით უნდა ყოფილიყო", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.