ვფიქრობ, სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. ეს აქტი მოიცავს ასევე იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ.

"აშშ არის საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი და არა რომელიმე პარტიის. აშშ საქართველოს არ დატოვებს და არ მიატოვებს რუსეთის პირისპირ, ეს "მეგობარი აქტი" ამის ნიშანია, მისი დაჩქარებული წესით სენატში განხილვა, სწორედ ამას ადასტურებს. 

ეს აქტი მოიცავს ასევე იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება. ვფიქრობ, სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

"მეგობარი აქტი" აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს დაამტკიცა.