რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმების გამო მადლობას უხდის.

"მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას გადაწყვეტილების გამო.

ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მივანიჭოთ. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!" - წერს უილსონი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი 8-10 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა მან დღეს განაცხადა, რომ ვიზიტი გადადო.