ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ადგილი დაიკავოს, მე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მომავალი აქვს იმ ხალხს, ვინც საქართველოს გარუსებას ეწინააღმდეგება.

"ჩვენ მომავალი გვაქვს იმ ადამიანებს, ვინც არავითარ თანამშრომლობაზე არ წავედით და განსაკუთრებით მათ, ვინც რუსთაველის პროტესტზე იყო თავიდან ბოლომდე ჩართული - ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის ადამიანი, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და უბრალოდ, ამ საქმეს რეჟიმმა მოსწყვიტა იმიტომ, რომ არ შევეგუეთ ადამიანები ამ ქვეყნის გარუსებას.  ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გამბედაობა. 

ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და შემდეგ საკრებულოში გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ადგილი დაიკავოს, რომელიც არ არსებობს, სინამდვილეში და ქართველი ხალხის წარმომადგენლობა ეს არ იქნება, მე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ვხედავ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.