ეს არის სუფთა დიქტატურა. ვიცი, რომ იქნება აქციები საქართველოში და ჩვენც აქ, უცხოეთში ვამზადებთ მწვავე რეაქციებს და აქციებს, - ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში, “ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გასული საპარლამენტო არჩევნები და ძალიან ძლიერად დაკარგა უცხოეთში, რაც არ უნდა ძალიან ეცადა არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა. 

ჩვენ ვიცით, რაც მოხდა, რა არის მათი რეიტინგი, რომელიც სუსტდება. როდესაც გამოვდივართ საყოველთაო არჩევნებიდან, ეს არის ნიშანი, რომ შევდივართ ნამდვილ, მძიმე და ძლიერ დიქტატურაში.

ბატონი პაპუაშვილი ამბობს, რომ უცხოეთში არ მივცემთ, ფაქტობრივად ნებას, რომ არჩევნებში მონაწილეობდნენო, ეს ნიშნავს, რომ როგორც მოვიპარეთ არჩევნები, ისევ ვაპირებთ მის მოპარვას. ეს არის სუფთა დიქტატურა. ვიცი, რომ იქნება აქციები საქართველოში და ჩვენც აქ, უცხოეთში ვამზადებთ მწვავე რეაქციებს და აქციებს", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.