"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, "ახალი“, "გირჩი მეტი თავისუფლება“, "სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.

პარტიები პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ექსპერტებს.

"ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევრებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.  
მადლობა ნდობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.