"გარანტირებულად გეუბნებით, ხვალ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და უთხრეს, რომ არა, შენ უნდა წამოხვიდე", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველყოს მთლიანად. მაგრამ თუ ვინმე ამბობს, რომ ერთი ადამიანიც კი, ერთი, არ ვაჭარბებ, ერთი ადამიანიც კი როგორ დააპროვოცირებენ და რას დადგამენ ხვალ, ეს მეორე ამბავია, ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა, გარანტირებულად გეუბნებით, და უთხრეს, რომ არა, შენ უნდა წამოხვიდე. სიტყვასიტყვით შემიძლია გითხრათ - არც ერთი ადამიანი არც კი დაარწმუნოთ რომ წამოვიდნენ, თუ ამ ადამიანებს წამოსვლა არ უნდათ. და აქვე, ტელევიზიის, თქვენი მეშვეობით მივმართავთ - თუკი რომელიმე, საჯარო მოხელე იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, ფიქრობს, რომ იქ არ უნდა იყოს და არ უნდა დასწრება, არც ერთ ადამიანს არათუ პრობლემა შეექმნება, არანაირ კითხვასაც კი არ დაუსვამენ, რატომ არ მოვიდა შეკრებაზე. თუ ვინმეს არ უნდა, იმ შეხვედრაზე, კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს. ყველას მივმართავ, ყველა საჯარო მოხელეს განსაკუთრებით, რაზეც ესენი იტყუებიან საშინლად და მდაბიო ფეიკებს კადრულობენ, ყველა ადამიანს მივმართავ, ვისაც ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, არ უნდა იყოთ. ამის სურვილი თუ არ აქვს ადამიანს, არ უნდა იყოს და თუკი ვინმე იტყვის, რომ მე ძალით წამომიყვანეს, წინასწარ გეუბნებით, რომ ეს იქნება დადგმული პროვოკაცია ნაცმოძრაობის და მათი ტელევიზიების, მდიდარი ენჯეოების, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან", - აცხადებს მდინარაძე.