თუ აიკრძალება პარტიები ან პარტიების ნაწილი, ამ შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გეგმა. ყველა სცენარი უნდა განიხილებოდეს პოლიტიკურ სპექტრში, - ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად პოლიტიკოსები.

"თუ აიკრძალება პარტიები ან პარტიების ნაწილი, ამ შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გეგმა. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ყველა სცენარი უნდა განიხილებოდეს პოლიტიკურ სპექტრში. ყველა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად პოლიტიკოსები. აიკრძალება ორი, სამი, ოთხი, ხუთი, რვა თუ ა.შ. პარტია, ყველა სცენარი უნდა იყოს დამუშავებული. ყველა სცენარისთვის უნდა არსებობდეს გეგმა, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. არ არის აუცილებელი, რომ ეს საკითხები იყოს საჯაროდ განხილული. არ არის აუცილებელი, რომ ამაში პროტესტის, თუნდაც, მონაწილეები იყვნენ ჩართულები. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა, არ არის საჭირო, რომ ყველაფერი საზოგადოების წინ იყოს განხილული. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობდეს. მაშინ, როდესაც ისინი თავს სწირავენ და აპროტესტებენ, მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.