უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერენ, ახალი პოლიტიკოსები გაჩნდებიან.

"ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე იყო გირაოს არგადახდა. მე ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა დაგავალონ, არ უნდა გააკეთო. 

რაც შეეხება იმას თუ, რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ - არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია, ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან  და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.