ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ოდა სახლს ცეცხლი გამთენიისას  მოედო, სადაც 60 წლამდე ქალს და მის ხანდაზმულ დედას ეძინათ. 

ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.

დამატებითი დეტალები უცნობია.