გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი.

თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო.