გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1746735253
მისივე თქმით, საქართველო არავის უკანა ეზო არ არის."ჩვენ ვგულშემატკივრობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას. როდესაც გახდა პრეზიდენტი, ტრამპის დაპირება იყო, რომ უნდა, რომ დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი და უნდა, რომ დაამთავროს რუსეთ-უკრაინის ომი. ჯერ ვერც ერთს ვხედავთ, რომ მიყვანილი იყოს ბოლომდე და ვერც - მეორეს. „დიფ სთეითი“, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს ყველგან, მათ შორის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დამარცხებული არ არის. როგორც კი ტრამპი დაამარცხებს „დიფ სთეითს“, ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება და ვერავინ გაბედავს ისეთ სიბინძურეებს, როგორც ის კონგრესმენი უილსონი, რომელიც სისულელეებით გამოირჩევა და ხან ხაბეიშვილს ადარებენ და ხან - ნათელაშვილს. შეიძლება დიდი განსხვავება არ იყოს, მაგრამ ამ განცხადებებს, რომელსაც ვისმენთ დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე და ურთიერთობებს არ წაადგება. ჩვენ გვჭირდება მეგობრობა, თანამშრომლობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ამას სჭირდება გაფრთხილება, შენარჩუნება და რა თქმა უნდა, ჩვენს სუვერენიტეტს სჭირდება გაძლიერება", - განაცხადა კახა კალაძემ.
1746733299
მისივე თქმით, სიღარიბეა "ქართული ოცნების" მოკავშირე."რეგიონებში რომ ჩავდივართ, იქ ადამიანები გელაპარაკებიან ტელევიზორის ენით, ამ ხალხის ენით გელაპარაკებიან, არადა უმრავლესობა სიღარიბის გამო აძლევს ხმას. ასეთი უამრავი ფაქტია. სიღარიბეა "ქართული ოცნების" მოკავშირე და აი, ოპოზიციამ თუ რამეზე ნამდვილად უნდა იმუშაოს, არის ის თუ როგორ გაანადგურებს სიღარიბეს, როცა ხელისუფლებაში მოვა. რაც შეეხება აშშ-ის აქტს, ის, რომ 80%-მა ხმა მისცა ამ აქტს, ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უმუშავია არანაირი დონეზე. ეს 80% ძალიან ყვირის, 60%-40%-ზე რომ ყოფილიყო, კიდევ დაინახავდი მათ შრომას, მაგრამ ჩანს, რომ არ უმუშავიათ და ტყუილად ყრიან ფულს ჰაერზე სახელმწიფოს ფულს.ჩვენ, შიგნით შესულებმა ვნახეთ, რა ბუნებისაა ეს მმართველობა და უფრო თამამად ვლაპარაკობთ უცხოელებთანაც. "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი ამორალურობა ისაა, რომ საქართველოს უკარგავს ევროპის გზას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
1746733071
11:00 საათზე - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდები ბრიფინგს გამართავენ.მისამართი: ევროპის მოედანი, რიყის პარკთან 11:00 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან 2022 წლის, 21 სექტემბერს, საკუთარ მაღაზიაში იარაღით მოკლული აიდინ ჰამზაევის ოჯახი აქციას გამართავს.საკონტაქტო პირი: მუხრან ღურწკაია - 558 68 56 46 19:00 საათზე - მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ პირველი ქართული კრიპტოვალუტის, „სფერო კოინის“ წარდგენის მასშტაბურ ღონისძიებას მართავს, რომლის მიზანია Sfero Coin-ის ოფიციალური წარდგენა საზოგადოებისთვის.მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან, სხვადასხვა სფეროსა და ინსტიტუციის წარმომადგენლები, მათ შორის სამთავრობო გუნდის წევრები.მისამართი: წერეთლის 118 („ექსპო ჯორჯია“, 1 პავილიონი)საკონტაქტო პირი: თათია არაბიძე - 557003354
1746733065
კურო:ენერგიული ხართ და გსურთ პროდუქტიულად გამოიყენოთ ეს ენერგია. დღე შესაფერისია ნანატრი ნივთების შესაძენად.ტყუპი:დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის და სოციალური ღონისძიებებისთვის. იყავით აქტიური და შეკრიბეთ ადამიანები, ვისთანაც გსურთ დროის გატარება.კირჩხიბი:შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციები. ეცადეთ, არ მისცეთ სიზარმაცეს საშუალება, რადგან ფინანსური სირთულეები გელით. ძველი მეგობრის რჩევა ძალიან გამოგადგებათლომი:ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნისა და ოჯახური წვეულებისთვის. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი არ გადადგათქალწული:დღე არაა ხელსაყრელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის. ნერვიულობის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთსასწორი:შესაძლებელია, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი ან მოქმედება არასწორად გაიგოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სირთულეებია მოსალოდნელიმორიელი:ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, კომპიუტერის მონიტორთან ნაკლები დრო გაატაროთ .მშვილდოსანი:შესაძლებელია, საქმიან წინადადებას მიიღოთ, მაგრამ არ იჩქაროთ დათანხმება. შესაძლებელია, ოჯახური პრობლემების მოგვარება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ.თხის რქა:ხელსაყრელი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის. შესაძლებელია, ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ.მერწყული:დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო სიახლეებით დაგამახსოვრდებათ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას აპირებთ, გირჩევთ, საყვარელი ადამიანი არ წაიყვანოთ.თევზები:შესაძლებელია, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი საქმე შემოგთავაზოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. მეგობრის დახმარებით, ძლიერი მფარველი ან სპონსორი იპოვით.
1746732528
ახლობლის ინფორმაციით, 34 წლის თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა, ის აფხაზეთიდან იყო დევნილი. მას 10 მაისს ქალაქ ოდესაში დაკრძალავენ.მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
1746732186
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ეს არის ქართველი ხალხი."ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ჯერჯერობით არ განგვიხილავს რუსეთის უკანა ეზოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენ არ განგვიხილავენ ისე, როგორც ამ ქვეყანას განიხილავს ივანიშვილი. ამერიკის შეერთებული შტატები გვაძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას. მეორე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ეს არის ქართველი ხალხი და თუ ვინმეს არ უნდა - ეს არის ბიძინა ივანიშვილი.აშშ გვეუბნება, რომ შენ თუ იქნები დემოკრატიული, მაშინ გექნება საშუალება, მოვითხოვოთ - თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ საერთაშორისო სანქციები. ვისაც იპყრობს პესიმიზმი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები, ვინც ქართველ ხალხს მხარს უჭერს საკუთარ მისწრაფებებში და ვინც ამბობს, რომ ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსვლა და რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
1746731301
მისივე თქმით, სასამართლოზე გამოკითხული მოწმეებიდან ყველა ცრუობს."ყველა ცრუ მოწმეა, რაღაც ნაწილში აბსოლუტურად ყველა იტყუება. მზიას ბრალდება არის, რომ მან პირადი მოტივებით გაარტყა ბატონ დგებუაძეს სილა, შემდეგ ცდილობენ, თანდათან გადაეწყონ, რომ ამოცანა და შეთქმულება იყო ეს. ბრალდებამ ვერ მოახერხა ერთი კადრის მოტანაც კი, რაზეც ისინი საუბრობენ. ამ საყოველთაო ძალადობაში უნდათ, რომ გათქვიფონ მზია. სახელმწიფო ბრალდება არ შეიძლება იყოს ბატონი დგებუაძის ადვოკატი, მას თუ ადვოკატი სჭირდება, შეუძლია ჰყავდეს პირადი ადვოკატი, მაგრამ ეს არის სახელმწიფო ბრალდება და საჯარო ინტერესს ემსახურება, საჯარო ინტერესი კი არ ყოფილა საპოლიციო ძალადობაზე რეაგირება, მათი ინტერესია, რომ საქმიდან გააქრონ ეს მტკიცებულებები. მათი უკანონობის გათეთრებას ემსახურება მზიასთვის ამდენი რამის დაბრალება. ის ხომ დააბრალეს, რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა და მეორე დღეს გამოაცხვეს ახალი ოქმი", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
1746730865
საპატრიარქო მოუწოდებს ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია."ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით.ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა და არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ხელოვნებასთან.როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას, რაც გინდა, თავისუფლება ნიშნავს, აკეთო ის, რაც საჭიროა.მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასოს, რომ ამგვარი ქმედება არ უნდა შეინიღბოს თავისუფლებისა და ხელოვნების სახელით, არ უნდა იქცეს ღვთის გმობის, რწმენის, ზნეობისა და ისტორიული მეხსიერების დაცინვის ინსტრუმენტად.აღნიშნული ღონისძიების შემოქმედებს კი მოვუწოდებთ სინანულისკენ და შევახსენებთ, რომ ამგვარი მკრეხელობის ჩამდენი, შეუნანებლობის შემთხვევაში, საეკლესიო სასჯელის სახით, ეკლესიიდან განკვეთას ექვემდებარება", - აღნიშნულია განცხადებაში.რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლის "ლიბერტე" ფრაგმენტების გავრცელებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა"
1745583391
გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს
1745936840
28 აპრილის ანონსი
1745782877
"ვინც ჩვენი ძმის სისხლში ხელები გაისვარა, გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!"
1745610458
გია ხუხაშვილი - მივდივართ იმ ფაზაზე, როცა ივანიშვილს მოუწევს ავტორიტარიზმის გამყარება, ეს ურთულესი პროცესია
1745607688