ქუთაისში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. 

მერიის ინფორმაციით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ქუჩებს თოვლის საფარისგან დილიდანვე შესაბამისის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ძალის გამოყენებით წმენდენ.

ინტენსიურმა თოვამ და უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა საქალაქო ინფრასტრუქტურას, თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად, ყველა უბანში ხორციელდება.