თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 70 წლამდე მამაკაცი ვენახში დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ვენახის ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც კვამლისგან გონება დაკარგა, ცეცხლმოდებული ტერიტორიიდან ვეღარ გააღწია და თავადაც ცეცხლში მოჰყვა.
1742197555
მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას უარი უთხრეს, ადვოკატებისთვის მიზეზი უცნობია. მიხეილ სააკაშვილი პროცესს არც კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად არ ჩაერთო.მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
1742197101
"როგორც ჩანს, "ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 06 მარტს "საინტერესო“ საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე.საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად "ოცნების“ ოფისშია დაწერილი", - წერს მეზვრიშვილი.
1742195830
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2002 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
1742195188
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი თავისუფლების 4-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1742193917
მისივე თქმით, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი. "ივანიშვილის რეჟიმმა მშვენივრად იცის, რომ 26 ოქტომბრის მერე კიდევ უფრო კატასტროფულად დაეცა მათი რეიტინგი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების და ძალადობის გამო. მათ აქვთ მძევლების გაცვლის აზროვნება და კიდევ იმის იმედად არის, რომ ეს პროტესტი მიილევა, გაქრება და მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და ყველას ისევ ექნება შემობრუნებული დამოკიდებულება. თუმცა, მათ რიხში და ტონალობაში უკვე გაჩნდა ბზარი. როდესაც აქციაზე 150 000 კაცი გამოდის, ამბობენ - 300-500 კაცი იკრიბებაო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
1742192100
გასული 24 საათის განმავლობაში, 16-დან 17 მარტამდე, რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაკარგეს 1210 ჯარისკაცი, 37 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 100-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა.ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 895 450 (+1210) ჯარისკაცი დაკარგა.ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.03.24: ტანკები – 10 344 (+19), ჯავშანტექნიკა – 21 489 (+11), საარტილერიო სისტემები – 24 598 (+37), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1318 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1104 (+0), თვითმფრინავები – 370 (+0), ვერტმფრენები – 331 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 29 467 (+54), ფრთოსანი რაკეტები – 3121 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 40 785 (+101), სპეციალური ტექნიკა – 3778 (+1).
1742191740
წამყვანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ჰკითხა კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ და შეიძლება თუ არა ეს რეგიონი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების თემად იქცეს.უმეროვმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს და აკონტროლებენ მტრის მნიშვნელოვან ტერიტორიას.მისივე თქმით, ძალების შესანარჩუნებლად, სარდლობამ განახორციელა მებრძოლების დაგეგმილი გადანაწილება უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე."ამჟამად არც ერთი ქვედანაყოფი არ არის ალყაში და განცხადებები "ათასობით ალყაში მოქცეული ჯარისკაცის" შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რუსებმა მსგავსი ინფორმაცია გასულ წელს BRICS-ის სამიტზე გაავრცელეს, მაგრამ მაშინ ეს არ დადასტურდა. ასე რომ, ეს არის პროპაგანდის გაგრძელება", - განაცხადა უმეროვმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციას მტრის ფლანგებზე შეტევითი მოქმედებებით, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა.
1742154443
მომხდარის შემდეგ მგზავრებმა ტრამვაიში სასწრაფო დახმარების ღილაკს დააჭირეს, რის შემდეგაც კარი გაიღო და დამნაშავე გაიქცა. რაც შეეხება დაზარალებულს, ცეცხლი ტრამვაის მძღოლმა ცეცხლმაქრით ჩააქრო.მძიმედ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და სამაშველო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.პოლიცია დამნაშავეს აქტიურად ეძებს, აქვეყნებს დეტალებს მის შესახებ და მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ მას ნახავენ, პოლიციაში დარეკონ.
კახა კალაძე - ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
1740996630
"საქართველოს ბანკი" Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
1741778373
თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
1741160776
"საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა, ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ"
1741440126
თბილისში დღეს "დედების მარში" გაიმართება
1740994835