მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში უბედურ შემთხვევას ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რადიო "მარნეულის“ ინფორმაციით, ბავშვს სახლში სავარაუდოდ, აგური დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.