ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 11:18 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.1 (ML) შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯინჭვისში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 11:18 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.1 (ML) შეადგინა.
1773384042
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1773383781
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1773379707
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 277 620 (+860) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 13.03.26-მდე: ტანკები – 11 773 (+7), ჯავშანტექნიკა – 24 202 (+5), საარტილერიო სისტემები – 38 369 (+50), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 685 (+4).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 331 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 349 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 175 139 (+2 071), ფრთოსანი რაკეტები – 4 403 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 31 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 83 223 (+189), სპეციალური ტექნიკა – 4 088 (+0).
1773379108
"ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე უმცირეს თავდასხმასაც კი ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხს მოჰყვება, ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება", - აღნიშნულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.ირანში ოპერაციის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში 5500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.The New York Times ცოტა ხნის წინ წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, თეირანის სამხედრო შესაძლებლობები არასაკმარისად შეაფასა, ეს კი ესკალაციის პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს ქმნის.ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ირანმა დაძაბულობის ფონზე დანაღმა ჰორმუზის სრუტე, რამაც საფრთხე შეუქმნა გლობალურ ნავთობმომარაგებას და აიძულებს აშშ-ის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ეძიოს გზები რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეს სიმართლეა, მას თეირანისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.აღსანიშნავია, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად მოიგო ომი ირანის წინააღმდეგ და ერთადერთი კითხვა არის, ზუსტად როდის დასრულდება საბრძოლო მოქმედებები.ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მისი არჩევის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, რომელსაც თან ახლდა მუქარა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს და რომ "ამ ბაზებს თავს დაესხებიან“.
1773344194
როგორც თარგამაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “უბადრუკი შალვა თავის თავზე ლაპარაკობდა, რადგან მაგაზე უფრო ჭორიკანა და მე-5 კოლონა, არ არსებობს"."ეჰ, შალვა, შალვა, შე უბადრუკო, უბადრუკი შალვა ხო თავის თავზე ლაპარაკობდა, მაგაზე უფრო მე-5 კოლონა, მაგაზე უფრო ჭორიკანა, მართლა ერთადერთი ფუნქცია აქვს - ჭორაობა, ჩაუდებენ დილით კასეტას და ავტომოპასუხის რეჟიმში ჭორაობს მთელი დღე. შალვას მინდა ვუთხრა - ნახა ხომ დღევანდელი ეუთოს ამბავი? თუ ჰგონია, რომ იმდენად უბადრუკია, მაგას არავინ მოიკითხავს, ძალიან ცდება, მისდა სამწუხაროდ, აი, იქ შესვლა - გამოსვლაზე, ვინ რა სახით შედის და ვინ გამოდის, ან თუ გამოდის საერთოდ, მაგას ჯერ კიდევ ვნახავთ", - განაცხადა თარგამაძემ.
1773344167
მას შემდეგ, რაც მანქანა შენობას შეეჯახა, დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი მოკლეს.პოლიციის ინფორმაციით, უესტ ბლუმფილდის რაიონში ებრაული დაწესებულებების გარშემო უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.შერიფის განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობის პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით კონტაქტში იმყოფებოდა სხვა ადგილობრივ სამართალდამცველებთან. სინაგოგა მზად იყო და ჰყავდა დაცვის თანამშრომლები, რომლებიც "საფრთხეს გაუმკლავდნენ“.მიჩიგანის შტატის გუბერნატორის თქმით, "ანტისემიტიზმს და ძალადობას მიჩიგანში ადგილი არ აქვს".
1773344158
12:30 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 13.00 საათზე - პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის ლიდერი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს.თემა: "პარტია „მემარცხენე ალიანსის“ წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს“.მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1. სადარბაზო 2. სართული 4საკონტაქტო ნომერი: 579 95 76 65 13:00 საათზე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიის - „ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან“ - პრეზენტაცია გაიმართება.მისამართი: ქ. ბათუმი, ე. ნინოშვილის ქ. №35, 55-ე დარბაზისაკონტაქტო პირი: ნიკოლოზ მეგრელიშვილი - 577 02 02 04
1773344151
კუროდღე ხელსაყრელია პირადი ურთიერთობებისთვის. შეიძლება მნიშვნელოვანი საუბარი შედგეს, რომელიც მომავალს განსაზღვრავს. შეეცადეთ ემოციები მშვიდად გამოხატოთ.ტყუპებისაქმიან სფეროში აქტიური დღეა. შესაძლოა დაგროვილი საქმეების სწრაფად დასრულება მოგიწიოთ. ორგანიზებულობა დაგეხმარებათ ყველაფრის დროულად მოგვარებაში.კირჩხიბიდღეს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სურვილებსა და ჰობებს. შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებით წარმატებული იქნება. სასიყვარულო ურთიერთობებშიც პოზიტიური ენერგია იგრძნობა.ლომიოჯახური საკითხები დღის მთავარ თემად შეიძლება იქცეს. კარგი დროა სახლში დაგეგმილი საქმეების მოსაგვარებლად ან ახლობლებთან გულწრფელი საუბრისთვის.ქალწულიკომუნიკაცია დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია ან შეთავაზება. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფებს.სასწორიფინანსურ საკითხებზე დაფიქრება მოგიწევთ. შესაძლებელია ახალი შესაძლებლობა შემოსავლის გასაზრდელად. მთავარია, გადაწყვეტილება კარგად გააანალიზოთ.მორიელიდღეს ენერგიით სავსე იქნებით და საკუთარი იდეების განხორციელებას შეძლებთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი გეგმების დასაწყებად.მშვილდოსანიშესაძლოა ცოტა მეტი დასვენება დაგჭირდეთ. დღის ნაწილი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას დაუთმეთ. ინტუიცია სწორ მიმართულებას გაჩვენებთ.თხის რქამეგობრებთან ან თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასარგებლო აღმოჩნდება. შესაძლოა საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ.მერწყულიკარიერულ სფეროში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. თქვენი შრომა შეიძლება დაფასდეს ან ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს პროფესიული წინსვლისთვის.თევზებიდღე ხელსაყრელია ახალი ცოდნის მისაღებად. შეიძლება მოგინდეთ სწავლა, მოგზაურობის დაგეგმვა ან ახალი გამოცდილების მიღება. ოპტიმიზმი წარმატებას მოგიტანთ.
ტრამპი - 8 მარტის ღამეს ირანი ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს
1772887534
1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772306781
საუდის არაბეთი - მხარს ვუჭერთ მოძმე ქვეყნების მიერ მიღებულ ყველა ზომას ირანის მიერ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ
1772280840
"ეს არის ომი, რომელიც აშშ-მა შეერთებულმა შტატებმა თავად აირჩია და მათ ამისთვის გადახდა მოუწევთ, ჩვენ ომი არ გვინდა"
1772295257
მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია განადგურდა
1772289443