საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში დღეს, თბილისის დროით 16:23 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიდიდემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.