სენაკში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მანქანა გარე განათების ბოძს შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.