წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ავტოავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი 9 წლის ბავშვს დაეჯახა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1732260595
"შავ პარასკევს”, 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%. მომხმარებელს ქეშბექი მრავალფეროვან კატეგორიებში დახვდება, როგორიცაა ტექნიკა, სახლის ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები.აქციით გათვალისწინებულ მითითებულ ობიექტებში, თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებენ.შეთავაზების ფარგლებში, შოპინგი შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური შოპინგისას მაღაზიებში გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის POS ტერმინალზე.თიბისი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. აღნიშნული კამპანია, რომელიც სწორედ მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული, მეტად მრავალფეროვან და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის.გაეცანით "შავი პარასკევის” ფარგლებში თიბისის კამპანიაში ჩართულ ობიექტებს და დეტალურ ინფორმაციას.
1732260189
"პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში იყო 24 საათით. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) პარლამენტის თანხმობას მოითხოვს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს", - წერს პიტერ ფიშერი.
1732259951
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 728 300 (+1050) ჯარისკაცი დაკარგა.ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.11.24-მდე: ტანკები – 9399 (+1), ჯავშანტექნიკა – 19 156 (+13), საარტილერიო სისტემები – 20 736 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1254 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1004 (+1), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19 260 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 2764 (+8).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 29 777 (+32), სპეციალური ტექნიკა – 3675 (+1).
1732259633
საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბებიან."საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა. და რას ვაკეთებთ ჩვენ? უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა! ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა! 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი“, - აღნიშნულია განცხადებაში.აქცია პარლამენტში "ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი პირველი სხდომის პარალელურად გაიმართება.
1732259151
"თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.საიას წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ ეცნობა, რომ სასამართლო, 12:00 საათზე განიხილავს საჩივარს მხარეთა დასწრების გარეშე. ამასთან დაკავშირებით საიამ დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ახალი შუამდგომლობებიც, რისთვისაც მხარეთა მოსაზრებების მოსმენაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. საჩივარი თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით შეეხება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას. ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას საარჩევნო დავების მიზნებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მხარეებს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. საია საჩივრით დამატებით ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1732258955
მისივე თქმით, დასავლეთის რეაგირება საქართველოსთან მიმართებით ქართველ ხალხზეა დამოკიდებული."დასავლეთის რეაგირებისა და დასავლეთის პოლიტიკის განსაზღვრა პირდაპირ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის საქციელთან. გააპროტესტებს ქართველი ხალხი იმას, რაც ივანიშვილმა გააკეთა? იბრძოლებს ჩვენთან ერთად ევროპაც. თუ ქართველი ხალხი შექმნის განცდას, რომ ჩვენ ვეგუებით ამ მოცემულობას, ჩვენ ნაცვლად ვერავინ ვერ იბრძოლებს იმიტომ, რომ ქართველებზე უფრო არავის არ სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. მე არ ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ ოპოზიციაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. ოპოზიცია აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ხალხის გარეშე ავტოკრატიულ რეჟიმს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
1732258615
მისივე თქმით, ხვალ საჭიროა სრული მობილიზება და ერთიანი ძალებით ბრძოლა."ხვალ, სამ საათზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროტესტი უწყვეტი იქნება, სანამ რეალობა არ შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება დიდი, საპროტესტო, მუდმივი, უწყვეტი მოძრაობა და ეს სახეზე გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით საზოგადოება, განსხვავებული ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები და მიზნის მიღწევამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება. ხვალ საჭიროა სრული მობილიზება და ერთიანი ძალებით ბრძოლა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციურმა პარტიებმა თსუ-ის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.
1732258376
საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება როგორც აფთიაქებში, ისე ვებგვერდსა PSP.GE და აპლიკაციაში PSP App მსოფლიოში ცნობილ პრემიუმ და დერმატოლოგიურ ბრენდების: Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Payot, Algologie, Mizon, Missha, Vilage, Avene, Vichy, Kaypro, La Petit Olivier, Ziaja, Sebamed, Pharmaceric და სხვა მრავალფეროვან ასორტიმენტზე; პირის ღრუს მოვლის იტალიური და შვეიცარული ბრენდების: Curasept, Biorepair, Blanx, Wild, Promice, Piave პროდუქციაზე.ინოვაციური კონცეფციის PSP აფთიაქში, პეკინის N14-ში და ონლაინ პლატფორმაზე PSP.GE მომხმარებელს AMARSI Fragrances, Brecourt, PH Fragrances, Baruti, Electimuss, Eutopie, Brera6, Affinessence, Nout, Anima Mundi, Cigno Nero, Pompeii - ფრანგული, იტალიური, ბრიტანული, ნიდერლანდური, შვეიცარული ნიშ პარფიუმის შეძენა ასევე განახევრებულ ფასად შეუძლია. განსაკუთრებული სიახლე! ტრადიციული აქციების გარდა, წელს PSP პირველად გთავაზობთ აუთლეტ სტენდებს. აუთლეტ სტენდებზე პრემიუმ ბრენდების ათეულობით პროდუქტის შეძენა მომხმარებელს შეუძლია 70%-იანი ფასდაკლებით საკუთარი მარაგისთვის და საჩუქრებად.მრავალფეროვანი შეთავაზებებია ბავშვთა კვების, ჰიგიენის და მოვლის ყველაზე ფართო ასორტიმენტზე: როგორც 1+1 კონკრეტულ პროდუქტებზე, მოთხოვნად პროდუქტებზე ფიქსირებული დაბალი ფასი და 50%-იანი ფასდაკლება ფრანგულ და ამერიკულ Dodie, Real Shades, Lansinoh, Luc et Lea ბავშვის მოვლის საშუალებებზე.“ყოველწლიურად, ნოემბრის ბოლოს მომხმარებელი განსაკუთრებით ელოდება PSP-ს შეთავაზებას საყვარელი ბრენდების პროდუქტების მარაგის და საჩუქრებად შესაძენად. PSP პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც 2019 წელს რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა საზოგადოებას და წლებია ტრადიციად აქცია. საინტერესო და სარგებლიანი შეთავაზებებით PSP მუდმივად ანებივრებს მომხმარებელს, წლევანდელი სიახლე - აუთლეტ სტენდები, კოსმეტიკის პროდუქტების 50 ლარიან შენაძენზე საჩუქრად დეკორატიული კოსმეტიკა, დამატებით საშუალებას აძლევს დაზოგონ მეტი და მარტივად იზრუნონ სილამაზეზე“, - აცხადებენ PSP-ში.ეწვიეთ PSP-ს 22-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, მოიმარაგეთ საჩუქრები და საყვარელი ბრენდების თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა დიდი ფასდაკლებებით.