მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. 

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს, მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ვადა და დროში გააჭიანუროს ადვოკატებისთვის სარეზოლუციო ნაწილის გადაცემა იმისთვის, რომ გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულებაში მეტი დრო გაატაროს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 12 აპრილს სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.