რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ანასტასია ზინოვკინა და არტებ გრიბული 2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

ადვოკატების თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები გაყალბებულია.