სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუსში ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება ბაჩო ახალაიას განცხადებას სასამართლო პროცესზე. ახალაიამ 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მიმდინარე სხდომაზე განაცხადა – "ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.