შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძვირად ღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, ერთ-ერთი კომპანიის ბალანსზე არსებულ ვულკანური წიდის საფქვავ დანადგარს. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კომპანიას 115 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

"საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირად ღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.