აღნიშნულ საქმეზე არსებობს ყველა გარემოება, რაც საფუძველია პირის დაზარალებულად ცნობის, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე იმედოვნებდა, რომ მიმართვის გარეშეც ცნობდნენ გიორგი ბაჩიაშვილს დაზარალებულად.

"აღნიშნულ საქმეზე არსებობს ყველა გარემოება, რაც საფუძველია პირის დაზარალებულად ცნობის. ეს გახლავთ თუნდაც ის დაზიანებები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიაყენეს საკანში, რაც არ არის დადასტურებული მხოლოდ მისი ჩვენებით, არამედ არსებობს სამედიცინო ისტორია, მკურნალობის ისტორია. ამას გარდა, გადაყვანილი ჰყავდათ "ვივამედის" კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. 

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განცხადების გარეშეც ცნობდნენ დაზარალებულად, თუმცა რაკი არ მოხდა ეს, მოვითხოვეთ დაზარალებულად ცნობა", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღევანდელი პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაიდო.