ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. 

მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების  9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლო პროცესზე დასწრება და საბოლოო სიტყვის წარმოთქმის სურვილი ჰქონდა, თუმცა მას უარი უთხრეს, ადვოკატებისთვის მიზეზი უცნობია. მიხეილ სააკაშვილი პროცესს არც კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად არ ჩაერთო.

მესამე პრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაბრუნდა. მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის  344-ე მუხლით დაიწყო, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.