შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ლ.ბ. ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 2006 წელს დაბადებულ ს.ა-ს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით.

მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდებული ს.ა.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს  ს.ა-ს მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული ს.ა.-ს ფიზიკურად უსწორდებოდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.