"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამიას გირაოსთან ერთად აეკრძალა საზღვრის კვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე და ჩამოერთვა პასპორტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროცესი სრულად დახურა.

მანამდე ადვოკატებმა წარსულში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი განცხადებების გაკეთების გამო, თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  წარუდგინა.