ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს, საათი არ გამაჩნია, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ასეთი ხალხის გამო მზადაა, ციხეში მოკვდეს.

“მივმართავ მხოლოდ კაცებს. ჩვენს ქალებს უკვე მოადგნენ. მე, ზაქრო ალბუთაშვილი, პროფესიით მშენებელი, სამხედრო, ყოფილი ფეხბურთელი და ა.შ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, 1 თირკმელი ამოჭრილი, მეორეზე პრობლემები. ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს, საათი არ გამაჩნია, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან. წამმზომი ჩართულია.

არ მინდა საპროცესო შეთანხმება. სინანული არ მაქვს, ყალბი სინანული თქვენც არ მოგეწონებათ. ამ ხალხის გამო ციხეში მოვკვდები", - განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.

სასამართლოში 4 ოქტომბრის მორიგი ერთ-ერთ მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლე გიორგი გელაშვილი სათათბიროდ გავიდა და განაჩენს გამოუცხადებს დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, კონსტანტინე კოკაიას, გიორგი ჩახუნაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილსა და ია დარახველიძეს.