დასავლეთ სარდლობის  ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზე სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, ჯერ უცნობია ეს უბედური შემთხვევა იყო თუ სუიციდი.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. სამინისტროს ჯერჯერობით არც ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია.

მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.