ვერ ვადასტურებთ ვერცერთ ვერსიას, მხოლოდ ის ვიცი, რომ შეყვარებულთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მარიამი დაშორებას ცდილობდა. არ გამოვრიცხავ არაფერს, ის ვიცი, რომ ძმისთვისაც მიუმართავს თხოვნით, რომ ჩამოეშორებინათ, - ამის შესახებ ადვოკატმა ნანა ფარჩუკაშვილმა განაცხადა.  

"დეიდას უთხრა გუშინ, დაახლოებით 6 საათისთვის, რომ სასეირნოდ წავიდოდა. არ ვიცი, დეიდა იმდენად შოკირებულ მდგომარეობაშია, რომ საუბრისას ყველა დეტალს ვერ იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ იყო ჩვეულებრივ ხასიათზე. რამდენიმე ხნის მერე სატელეფონო კავშირი დაკარგა დეიდამ და ამის მერე დავიწყეთ მოკითხვა. გავიგეთ, რომ გადაყვანილი იყო "ვივამედში", მაგრამ, ჩვენი ვარაუდით, ადგილზევე იყო გარდაცვლილი.

ვერ ვადასტურებთ ვერცერთ ვერსიას, მხოლოდ ის ვიცი, რომ შეყვარებულთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და მარიამი დაშორებას ცდილობდა. არ გამოვრიცხავ არაფერს, ის ვიცი, რომ ძმისთვისაც მიუმართავს თხოვნით, რომ ჩამოეშორებინათ", - განაცხადა ნანა ფარჩუკაშვილმა.

17 წლის მარიამ ლომიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.