მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ "ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 20 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.