რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. 

"რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოიკითხა.