ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველო ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, მისი უწმინდესობა ილია მეორის ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 

"მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“, - განაცხადა ელჩმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.