პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პარალელურად, აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შეკრებილების თქმით, მათი მიზანია, რომ შექმნან დისკომფორტი და ამ ფორმით ხელისუფლებას ხმა გააგონონ, რომ კანონი უკან გაიწვიოს.

სამართალდამცველებმა გმირთა მოედანზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, რომ გმირთა მოედანზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, აკავებენ აქციის მონაწილეებს, ამიტომ ისინი მსვლელობით გმირთა მოედანზე შეკრებილებს შეუერთდებიან.