ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

"რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – აღნიშნულია განცხადებაში.

28 თებერვლის დილით, ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა განახორციელა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ირანზე თავდასხმა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთობლივი ოპერაცია იყო. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის "საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.