მომღერალი მიშო სულუხია ამბობს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებად გაეცნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სულუხია წერს, რომ შემთხვევა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ პოლიციელებმა დააკავეს.

"მეგობრებო,  ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად,  მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცველები იყვნენ თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.  მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს.  ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისთვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი ახლაც იქ ყავთ დაკავებული, და მუქარის საფუძველზე სთხოვენ რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძროლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ. რაც შევძელი იყო ის რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუკთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.  მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.  

SOS გთხოვთ ვინმე დამეხმაროთ ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება" - დაწერა მომღერალმა.