საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 10:11 საათზე დაფიქსირდა.

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა ერთი თვის წინაც მოხდა.