თბილისში, ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრი ირანში საპროტესტო აქციების დროს მოკლეს.

საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საქართველოში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს უწყვეტი პროტესტის მონაწილეებიც შეუერთდნენ. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მახარაძე დააკავეს.

მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასების სწრაფი ზრდა და სოციალური არეულობა გამოიწვია.

დემონსტრაციები ათობით ქალაქში იმართება და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებსაც მოიცავს.

მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს.