თბილისში, "მზიურის" მიმდებარედ არსებულ საჩოგბურთო კორტებთან მკვლელობა მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ვაკის პოლიციასთან ახლოს მომხდარ მკვლელობის წინ უძღოდა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა, რასაც გასროლა მოჰყვა.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ  მამაკაცი შავ ჯიპში ჩაცხრილეს. მას მინიმუმ 5 ტყვია ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით.